RUSSELL BEDFORD WEBSITE

გლობალური ქსელი

„რასელ ბედფორდ ინთერნეიშენალ“ წარმოადგენს ბუღალტერთა, აუდიტორთა, საგადასახადო კონსულტანტთა და ბიზნეს-კონსულტანტთა დამოუკიდებელი ფირმების გლობალურ ქსელს.

„რასელ ბედფორდ ინთერნეშენალ“ 1983 წელს დაფუძნდა იმ მიზნით, რომ დაეხმაროს ბიზნეს-კომპანიებს გააფართოვონ თავიანთი საქმიანობა გლობალურ დონეზე.
და მას შემდეგ წარმატებით ვითარდება ...
•   გლობალური მომსახურების 36 წელი
•   გლობალური საბუღალტრო-აუდიტორული ქსელების საუკეთესო ოცეული
•   500 მილიონი გლობალური შემოსავალი
•   700 პარტნიორი და 6500-ზე მეტი თანამშრომელი
•  350 ოფისი თითქმის 100 ქვეყანაში

რასელ ბედფორდის ბრენდი ასოცირდება მაღალ ხარისხთან და საერთაშორისო პროფესიონალურ მომსახურებასთან, რომელზეც დამყარებულია ქსელის რეპუტაცია.კავშირი საერთაშორისოდ აღიარებულ ბრენდთან - წევრების ძირითადი ბენეფიტია.