RUSSELL BEDFORD WEBSITE

სიახლეები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (IBSU) და „რასელ ბედფორდ“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ივლისი 2019


აუდიტორულ კომპანია რასელ ბედფორდ ეიეისი-სა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმს ხელი მოაწერეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ და რასელ ბედფორდის მმართველმა პარტნიორმა ზვიად ახვლედიანმა. მემორანდუმის ფარგლებში,  „რასელ ბედფორდი“ მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში.

„რასელ ბედფორდის“ მმართველმა პარტნიორმა ზვიად ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მემორანდუმის ფარგლებში იქნება სტუდენტების პრაქტიკული სწავლება:

ჩვენ მიერ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ვუზრუნველყოფთ ლექციებისა და მასტერკლასების ჩატარებას, ასევე სტაჟირებისა და შემდგომში წარმატებული სტუდენტებისათვის დასაქმების პროგრამებს.