RUSSELL BEDFORD WEBSITE

საგადასახადო მომსახურება

საგადასახადო მომსახურება

საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნები და საკანონმდებლო მიდგომები ბიზნესის წარმოებისადმი განიცდიან სისტემატიურ ცვლილებებს და ამ ცვლილებების ტემპებიც მუდმივად იზრდება. ამასთან, რაც უფრო დიდია ბიზნესი მით უფრო დიდია მის მიმართ საგადასახადო მოთხოვნები. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სრული და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიღება საგადასახადო კანონდებლობასთან და მიდგომებთან დაკავშირებით. ჩვენ დაგეხმარებით აღნიშნულ გარემოში წარმატებით ორიენტაციაში. საგადასახადო კონსულტაციის მთავარ მიზანს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის წარმოადგენს მოქმედ საგადასახადო კანონდებლობაში გარკვევა და მათ მოთხოვნებზე მორგება.

რასელ ბედფორდის სპეციალისტები მოგაწვდიან ზუსტ და აქტუალურ ინფორმაციას საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ღრმა ცოდნა და გამოცდილება საქართველოში საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებით.

 გთავაზობთ შემდეგი სახის საგადასახადო მომსახურებას:

  • საგადასახადო მიმოხილვა;
  • კორპორატიული და ინდივიდუალური საგადასახადო საკონსულტაციო მომსახურება;
  • მხარდაჭერა სახელმწიფო უწყების მიერ ჩასატარებელი და მიმდინარე აუდიტისთვის;
  • გადასახადების დაგეგმვა და სტრუქტურიზაცია;
  • გარიგების დაბეგვრა;
  • საგადასახადო ანგარიშგების მომზადება;
  • საგადასახადო აუდიტი;
  • გადასახადებთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურება;
  • საგადასახადო დავების მხარდაჭერა.